უცხოური მედია

ინდოეთის შვიდ შტატში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაიწყო

Nusagi

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ინდოეთის შვიდ შტატში აღირიცხა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მთავრობებს ყველა არსებული საშუალების გამოყენებისკენ მოუწოდა.

8 იანვარს ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსი H5N8-ი მკვდარ ფრინველებს აღმოაჩნდათ.

მომხდარის გამო, დედაქალაქში ცოცხალი ფრინველის შეყვანა დროებით აიკრძალა.

ფრინველის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, იგი ადამიანზეც ახდენს გავლენას. ფრინველის გრიპის მრავალი ტიპი არსებობს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანთა უმრავლესობაზე. უკანასკნელ წლებში, ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება: H5N1 (1997 წლიდან) და H7N9 (2013 წლიდან).

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს და როგორც წესი, არ არის გადამდები ადამიანიდან ადამიანზე, მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა და ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,190 ნახვა
%d bloggers like this: