ახალი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში! გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილი მმართველი ძალა! ,-ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.
„პოლიტიკური მძორებით გადავსებული ბრძოლის ველი! “არსაიდან ხმა, არსით ძახილი…”, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!…,- შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!დემოკრატია, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ არის ლობიობანა… სრულად ჩატარებული ტესტი მადლიერებაზე, ერთგულებაზე, კაცობაზე და უბრალოდ, ადამიანობაზე.. პასუხი – უარყოფითი…მოკლედ, ვინც იტყვის, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, პოლიტიკის არაფერი გაეგება და ა.შ, დიდ ქართველ პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწეს- მიშას, გიგას, გრიშას, იკას და შალიკოს ებარებოდეთ… მადლობა ბიძინა ივანიშვილს 9 წლიანი მშვიდობისთვის, სიწყნარისთვის, აბანოს გარეშე დანახული თეთრი და შავი უკანალებისთვის, უამრავი სიკეთისთვის და მამულიშვილობისთვის!აბა, ჰე! აბა ჰო! ჰკა მაგას დაიწყო!,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალუე ქსელში.