ჯანდაცვა

მაია ბუწაშვილის განცხადებით, ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ახალი შტამით ინფიცირების რისკჯგუფში არ არიან

Nusagi

იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ახალი შტამით ინფიცირების უფრო მაღალი პროცენტი არაა. როგორც წინამორბედი კორონავირუსის დროს, იშვიათი იყო რეინფიცირება, ასევეა ახალი შტამის შემთხვევაშიც. იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვთ, ახალი შტამით ხელახლა ინფიცირების რისკი არ ეზრდებათ, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ვირუსებს მუტაციის აქტიური უნარი აქვთ. კორონავირუსი აქამდე, ძალიან მუტაგენური არ იყო, რაიმე მკვეთრი ცვლილებები არ განუცდია, თუმცა, ახლა ახალი შტამის გამოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. ჯერჯერობით, კვლევები ძალიან ცოტაა, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დიახ, უფრო მეტად გადამდებია. ამ ვირუსით ინფიცირებულთა მაღალ პროცენტს აქვს ძალიან მაღალი კონცენტრაციით ვირუსი ზემო სასუნთქ გზებში და ვირუსი მეტად გამოიყოფა. ჯერჯერობით, იკვეთება, რომ რაიმე განსაკუთრებული მავნებლობა არ ახასიათებს – არაა გაზრდილი დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილობის პროცენტები. ასევე, კარგია ის, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი, PCR-ტესტებისთვის აღმოჩენადია“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: