სპორტი

მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.

Nusagi

ქართული ჯუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ჯუდოკაა, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა გულის გადანერგვაზე, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დავით ხახალეიშვილმა, მინსკში გამგზავრებამდე, ფეისბუქ ის საკუთარ გვერდზე სტსტუსი გამოაქვეყნა:

დავით ხახალეიშვილი

მოგესალმებით მეგობრებო, დასასრულს უახლობდება პირველი ეტაპი ჩემი მკურნალობის, ძალიან რთული გზის გავლა მომიხდა სტაბილურობის აღსადგენად,საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, წინ ახალი ეტაპია, ახალი გამოწვევა მელოდება, ოპერაცია გულზე რომლის გაკეთება ბელორუსიაში ქ. მინსკში დაიგეგმა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხანგძლივი იყო ჩემი ავადმყოფობის გზა, გაუთავებელი კვლებები, მკურნალობა სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარედაც, კარგად მოგეხსენებათ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს რომელიც ჩემს ოჯხს საკმარისი რაოდენობით არ ქონდა, უსახსრობის გამო სურათი ნათელი გახდა რომ ბედს უნდა შევგუებოდი და პასიურ მდგომარეობაში გადავსულიყავი, მაგრამ ყველაფერი შეცვალა ამ ადამიანების გამოჩენამ რომლებმაც ბრძოლის იმედი დამიბრუნეს და მორალური და მატერიალური მხარდაჭერა გამიკეთეს. უპიველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძის სახით და , მის სრულ შემადგენლობას, ოლიპიურ კომეტეტს, ლერი ხაბელობს, ელგუჯა ბერიშვილს და განსაკუთრებული მადლობა რევზ რობაქიძეს. ოლიმპიურ ჩემპიონებს გიორგი ასანიძეს და კახი კახიაშვილს, განსაკუთებული მადლობა ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს ზურა კახაბრიშვილს. მადლობა ჩვენ უსაყვარლეს სუმოისტებს გაგას და ტოჩის. დიდი ნადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სრულ შემადგენლობას სენსეი ბერდია გუგავას თავკაცობით. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს რომლებმაც გულთან ახლოს მიიიტანეს ჩემი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

და მთავარი, ყველაფრის გვირგვინი, ფონდი ქართუ და მისი თავკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომელმაც სრულად დაფარა ჩემი ოპერაციის ხარჯები. განსაკუთრებული მადლობა მას და მის ოჯახს. მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო და მადლობა გადაუხადო ჩაფიძის კარდიოლოგიური ცენტრის სრულ შემადგენლონას ქალბატონ Nina Getsadze ხელმძღვანელობით, ამ ადამიანების მაღალმა პროფესიონალიზმმა დღემდე შემინარჩუნა სიცოცხლე. და ბოლოს ჩემო ქუთაისლებო.უმორჩილესად გთხოვთ ნუ დაიზარებთ და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. დამერწმუნეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისთვის, Ioseb Khakhaleishvili და Zaza Lominadze ღირსეული კანდიდატებია და მივცეთ მათ ჩვენი ნდობის მანდატი. დიდი სიყვარულით დავით ხახალეიშვილი

15.11.2020 ჩაფიძის კარდიოლოგიური ცენტრი

,,ინფო ფოსტალიონი” მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დავით ხახალეიშვილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: