პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება

Nusagi

„ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, საზოგადოებაც გამოუცდელი იყო, თუმცა ახლა მოსახლეობამ ისწავლა „არჩევა და კონტროლი“.

„საზოგადოებაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ გუნდი, იყო გამოუცდელი და პოლიტიკაში მოსვლისთანავე ამას აღვნიშნავდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, ჩვენი სახელმწიფო არ გვიმართავს, არათუ ათწლეულები, ასწლეულებიც კი, ამის გამოცდილება არ გვაქვს, მით უმეტეს არ გვაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ხიფათი ძალიან დიდია. ვნახეთ, რამდენი უბედურება და ხიფათი გადავიტანეთ. თუ რამ შეიძლება, სამოქალაქო ომის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ თავს მოვახვიეთ. ასეთი ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე და სულელი ვერასდროს ვერ სწავლობსო. მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ გამოუცდელობით ყველანაირი უბედურება დავაწიეთ სახელმწიფოს. მოვკალით პირველი პრეზიდენტი, გვმართავდნენ ყაჩაღები, საძმოთი იმართებოდა ქვეყანა, იმის შემდეგ სამოქალაქო ომი მოვახერხეთ და ეს საფუძველია იმის, რომ ხალხმა ისწავლა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა.

„ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა – „ნაციონალური მოძრაობა“. ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, ვეღარ ვერეოდით. რვა წლის განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ უკან სვლა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაბახობს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკა დაიწყო, იქ ვდგავარო. იდგნენ, მაგრამ 20 წლის განმავლობაში უარესდებოდა მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ახლა იტყვიან, ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო. გასაგებია, ამ გაჭირვებას ხუთ წუთში ვერ დაძლევ. ამას დრო სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია. თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა არჩევა და კონტროლიც. არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,906 ნახვა
%d bloggers like this: