პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა

Nusagi

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.

„ამაზე ბევრი განმარტება იყო გაკეთებული და ყველგან შეთქმულების თეორია არ უნდა ვეძებოთ. მით უმეტეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. თუკი გადავხედავთ საქმიანობას ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებით მან და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი  გამოაქვეყნა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,956 ნახვა
%d bloggers like this: