Uncategorized

თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას თავს ესხმიან ადამიანები, რომელთაც არა მხოლოდ საკუთარი ქონების 95% არ დაუხარჯავთ საქართველოზე, არამედ 95 კაპიკიც არ ჩაუდიათ ქართულ საქმეში

Nusagi

პოლიტიკაშიც კი როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა, ის, გარკვეულ წილად, შეიძლება თამამად ითქვას, ასევე ქველმოქმედებდა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ის დღე 10 წლის, როდესაც სრულ უიმეოდობაში, რომ როდესღაც ძალადობრივ რეჟიმს მოვიშორებდით თავიდან, მან გააჩინა სინათლის და იმედის სხივი და მან რეალურად ისე, რომ პირადად ეს არაფერში სჭირდებოდა, პოლიტიკაშ მოღვაწეობა დაიწყო და ამჟამად ის მიდის, მართლაც, როგორც თავად თქვა, ამაყი და გამარჯვებული.

„რა თქმა უნდა, გვესმის კრიტიკა, გვესმის მის მიმართ გაწბილებული ადამიანების აგრესიული თავდასხმები, მაგრამ ეს არ არის დღევანდელი. ყოველთვის, 10 წლის განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაშ ჩაბმული, მას თავს ესხმოდნენ იმ კარგი საქმეებისთვის, რაც მან გააკეთა. რასაც ბოლო დღეები ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, თავს ესხმიან ადამიანები, რომელთაც არა მხოლოდ საკუთარი ქონების 95% არ დაუხარჯიათ საქართველოზე, არამედ 95 კაპიკიც არ ჩაუდიათ თვითონ, საკუთარი ქონებიდან ქართულ საქმეში. იმ ქართულ საქმეში, რომლისთვისაც ივანიშვილების ოჯახმა რამდენიმე მილიარდი უკვე გაიღო და მომავალში კიდევ არაერთ ნაბიჯს ამ მიმართულებით გადადგამს“, – ამბობს წულუკიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: