პოლიტიკა

ილია ნაკაშიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარ იქნება

Nusagi

მინდა გითხრათ, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი არ ვიქნები, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან… თუმცა გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ილია ნაკაშიძემ განუცხადა.

ილია ნაკაშიძის განცხადებით, ის პროფესიული საქმიანობის შეცვლას გეგმავს. „თქვენ იცით, რომ მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში შევიცვლი ჩემს პროფესიულ საქმიანობას მომავალში. პროფესიით ექიმი ვარ და ალბათ უპირატესობას მივანიჭებ ჩემს საექიმო საქმიანობას“, – აცხადებს ილია ნაკაშიძე.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელიც შაბათს გახდება ცნობილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,722 ნახვა
%d bloggers like this: