უცხოური მედია

პერუში სასამართლომ ბილ გეიტსი და ჯორჯო სოროსი პანდემიის „შექმნაში„ დაადანაშაულა

Nusagi

პერუში, ჩინჩას და პისკოს პროვინციების სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ბანკირი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი დაადანაშაულა. ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა.

დადგენილება მოსამართლეებმა 21 დეკემბერს გამოიტანეს. ის გაუპატიურებაში ბრალდებულის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების აპელაციას ეხება. დადგენილებაში საუბარია კონსპიროლოგიურ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც პანდემია „ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორებმა“ შექმნეს.

„მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვერც განსასჯელის დაცვა ვერ ადასტურებენ, რომ ამ პანდემიას „პროგნოზირებადი“ თვისებები აქვს, მისი შემქმნელების გარდა, რომელთა შორისაც ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორები არიან – ბილ გეიტსი, სოროსი, როკფელერი და სხვები“, – ნათქვამია დადგენილებაში.

პერუს სახელმწიფო უწყებამ OCMA, რომელიც ქვეყანაში სასამართლოზე კონტროლზეა პასუხისმგებელი, მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

პანდემიის დაწყების შემდეგ ინფექციის ხელოვნური წარმოშობის შესახებ არაერთი კონსპიროლოგიური თეორია გაჩნდა. კერძოდ, პანდემიის შექმნაში ბილ გეიტსს, ჩინეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ამასთან, პოპულარული გახდა თეორია იმის შესახებ, რომ გეიტსი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით ადამიანების „ჩიპირებას“ აპირებს, რათა პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა გააკონტროლოს. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ ვირუსი ადამიანს ღამურისგან გადაედო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,047 ნახვა
%d bloggers like this: