საზოგადოება

გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი პირველი თებერვლიდან ? – ტიკარაძის განმარტება

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იანვრის ბოლოს საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს.  

ტიკარაძის თქმით, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით მეტი სიცხადე იქნება.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები.

„ამ ეტაპზე ბიზნესთან ვმუშაობთ, ვინაიდან საკმაოდ კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის ის საახალწლო გახსნა, რომელიც გვქონდა. ამ პერიოდში ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტური ვიყავით.

შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი.

ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება. პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნას სავაჭრო ქსელები და მოლები. ამის შემდეგ საუბარი გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და შემდგომ რომელი სფერო იქნება გახსნილი ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად უფრო ეფექტური.

ეს შეეხება ბაზრებსაც“, – აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,858 ნახვა
%d bloggers like this: