პოლიტიკა

გახარიასა და კალაძის დაჯგუფებები დაჭამენ ერთმანეთს

Nusagi

ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისე ის  მიიღებს.

„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ. თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ფრაქცია და დაჯგუფებაა. ვინც გაიმარჯვებს, მათთან ექნება კონტაქტი. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ.

„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ნაკლებად წარმოსადგენია ისიც, რომ გუნდში მარტო ირაკლი კობახიძე იყოს გადაწყვეტილების მიმღები.

„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთი პარტია ჩამოაყალიბოს და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ოპოზიციაში გადავიდეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,827 ნახვა
%d bloggers like this: