Uncategorized

ირაკლი ზარქუა: „ქართული ოცნების“ გუნდი არის საკმაოდ გამოცდილი, ამბიციური, ჭკვიანი და მჯერა გამოწვევებს გავუმკლავდებით

Nusagi

„ის, რომ დემოკრატიის მიმართულებით საკმაოდ მაღალ საფეხურზე ვართ, იმ რეალობიდან გამომდინარე რასაც კავკასია და მცირე სტაჟიანი დემოკრატიის ქვეყნები ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

„თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და მგონია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის საკმაოდ გამოცდილი, ამბიციური, ჭკვიანი. გამოცდილი ლიდერების ხელმძღვანელობით მგონია, რომ გამოწვევებს გავუმკლავდებით. ჩემი აზრით, ივანიშვილის რესურსი უფრო მეტი იყო, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის. შეიძლება ეთიკის თვალსაზრისით გარკვეული პრეტენზიებიც კი გაჩნდეს მმართველი პარტიის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან კომპეტენტურები და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ, ეს კი ბუნებრივია რეიტინგების ზრდაში აისახება“, – განაცხადა ზარქუამ.

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,205 ნახვა
%d bloggers like this: