უცხოური მედია

მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას არ დათანხმდა

Nusagi

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა. ამის შესახებ Reuters წერს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენება მისთვის მიუღებელია. „როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 დღეა დარჩენილი, დემოკრატთა ფრაქცია მოითხოვს მთავრობისგან 25-ე შესწორების ამოქმედებას, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს მოსახლეობის გახლეჩასა და კონფრონტაციის გაზრდას,“- ნათქვამია წერილში.

იმ შემთხვევაში, თუ ვიცეპრეზიდენტი 25-ე შესწორებას დაუჭერდა მხარს, დემოკრატები ტრამპის გადაყენებას იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე შეძლებდნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,226 ნახვა
%d bloggers like this: