პოლიტიკა

მახსენდება ყველასთვის გაუგებარი “რესპუბლიკური” პარტიის გამოჩენა ივანიშვილის გვერდით, ჩუგოშვილის მოვლინება ოცნების ლიდერად

Nusagi

ხათუნა ხოფერია სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის 9-წლიან მოღვაწეობას აფასებს.

„სულ ვფიქრობ, რა არის ის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, კაცთაგან შეუფასებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, უბრალოდ, სამშობლოსთვის გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა?!

..9 წლიანი, დიახ, 9 წელი და არა 8… რადგან, 2011 წელიც იმ მთავარის (❗️) უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუ არა გადამწყვეტი. რა იყო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით?… მე არ ვაპირებ დაჭერებზე, გაუპატიურებებზე, დაკვეთილ მკვლელობებზე, ფარულ ჩამაწერებზე, სახელისუფლებო რეკეტზე და სხვა უამრავ შიდა ტერორზე საუბარს. მე სხვა რაკურსიდან მინდა შევხედო 2011 წლის რეალობას! საერთაშორისო, მსოფლიო პოლიტიკური ინტერესების რაკურსიდან.

1.ხელისუფლება, რომელიც “ დემოკრატიის შუქურამ” ჩამოაყალიბა, ამ დროისთვის სრულიად გაწმენდილი იყო „არასანდო ელემენტებისგან!” (ჟვანია, შარაძე, ლევან მიქელაძე, პატარკაციშვილი, გენერლების ერთი ჯგუფი და სხვანი).

2. ქვეყანაში შემოსული ათობით მილიარდი დოლარი, რომელიც სხვადასხვა ენჯეოების მეშვეობით, ერთი ჯგუფის, ნეოლინერალური იდეოლოგიის გამყარებას ხმარდებოდა მხოლოდ. ( ყველა კორუფციული მექანიზმის გათვალისწინებით. )

3. დიპკორპუსი, საერთაშორისო პარტნიორები, ლობისტური ჯგუფები, რომლთა მთავარი მისია დაქირავებულ- დაფინანსებული ქართული ხელისუფლების „ გაპრავება” იყო მხოლოდ. ნუ, ასე ვთქვათ, “ მხარდაჭერა”.

4. ყველა პროექტი, რომელსაც სააკაშვილის , როგორც მარიონეტის ხელით ახორციელებდნენ, იყო ანტიქართული და იმთავითვე განწირული ომისთვის, დამარცხებისთვის, სახელმწიფოს შესუსტებისთვის.( “ ზემო აფხაზეთი”, “ კოკოითი ფანდარასტ”, “ლაზიკა”, “ “სინგაპურიზაცია”და უამრავი სხვა) .

დღეს, როდესაც ვუყურებ ამერიკას და ვიხსენებ, თუ რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში მსოფლიოში- უკრაინის ნგრევა, ბელარუსის მოვლენები, პარიზის ყვითელჟილეტიანების დაუსრულებელი აქცია, ბრიტანეთის ბრექსითი, აზერბაიჯან- სომხეთის კრიზისი, საბერძნეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩამოშლა და უამრავი სხვა არეულობა, მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება – როგორ შეძლო, რა ძალისხმევად დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს უკვე დადასტურებული ფაქტი- მსგავსი მასშტაბური, პოლიტიკური კატაკლიზმებისგან გადაერჩინა საქართველო!

ჩვენ არ გვინახავს და არც მოგვისმენია, თუ როგორ, რა ზეწოლით ან ქვედადინებებით უწევდა მას სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება.

იცით, რა მახსენდება, ყველასთვის გაუგებარი და მიუღებელი “რესპუბლიკური” პარტიის გამოჩენა ივანიშვილის გვერდით! ან კიდევ, კოჰაბიტაციის პროცესში ჩართულობა! ან, თამარ ჩუგოშვილის ვიცესპიკერობა და ოცნების ლიდერად მოვლინება! მახსენდება, როგორ ვლანძღავდით, შეურაცხვყოფდით, ვეკამათებოდით…. პარალელურად, კი თავისთავად ვიცილებდით “ქართულ მაიდანს”, რუსულ ექსპანსიას, მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ქცევის საშიშროებას. ბოკერიას და მის ზურგს უკან მდგარ “პარტნიორებს”, ვიცილებდით ომებს, ნგრევას, სისხლისღვრას! ავიცილეთ მსოფლიო პოლიტიკური ექსპერიმენტების ცენტრად ქცევის გარდაუვალი, მიშას დროს დაწყებული საფრთხე!

დიახ! ჩვენთან არ ჩატარებულა არცერთი ექსპერიმენტი! ჩვენთანთან არ გაუტესტავთ არცერთი მაშტაბური პოლიტიკური პროექტი! დიახ, ბოლო 9 წლის მანძილზე ჩვენ გადავურჩით იმას, რაც დღეს ხედება დემოკრატიის აკვანში! მოკლედ, სწორედ ეს არის ის მთავარი(!)- რასაც ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა! დათმობებით, დათმენებით, სიბრძნით და სიყვარულით!…

და იცით, ფული აქ არაფერ შუაშია! ეს არის ერთი კარგი, მოაზროვნე და სამშობლოზე შეყვარებული კაცის მიერ გაკეთებული საქმე!ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო!ღმერთმა დალოცოს ბიძინას ოჯახი, მონაგარი, თქვენი ოჯახები, ჩემი შვილები და შვილიშვილები!მე არ ვიცი რატომ წავიდა, მაგრამ სანამ იყო, გვაცხოვრა სიმშვიდეში, ყოველგვარი პროექტების მიღმა!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,224 ნახვა
%d bloggers like this: