უცხოური მედია

ნიდერლანდებში საყოველთაო კარანტინი 9 თებერვლამდე გახანგრძლივდა

Nusagi

ნიდერლანდებში საყოველთაო კარანტინი 9 თებერვლამდე გახანგრძლივდა. დამატებით, მინისტრთა კაბინეტი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად კომენდანტის საათის დაწესებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„კომენდანტის საათი არის მკაცრი ზომა, რომელიც არავის სურს“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ. მისი თქმით, პანდემიის მართვის გუნდი მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათის დაწესება ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლებას ხელს შეუწყობს, თუმცა, რუტეს თქმით, მთავრობამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, თუ რა სირთულეებს უქმნის არსებული შეზღუდვები მრავალ მოქალაქეს.

მინისტრთა კაბინეტი კომენდანტის საათის გამოცხადების საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ მომავალი კვირების განმავლობაში.

„დარჩით ნიდერლანდებში მარტამდე. არ დაჯავშნოთ მოგზაურობა, თუ ეს არ არის მნიშვნლოვანი ეკონომიკურად ან არ უკავშირდება სერიოზულ ოჯახურ გარემოებებს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ფრენები მთლიანად აიკრძალებოდა. თუმცა ეს რთულია, რადგან საჭიროა ტვირთის ტრანსპორტირება და უკიდურეს შემთხვევებში მოგზაურობა დასაშვები უნდა იყოს“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.

ამასთან, ნიდერლანდებში დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები შესაძლოა, 25 იანვრიდან გაიხსნას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,751 ნახვა
%d bloggers like this: