საგარეო პოლიტიკა

ჯო ბაიდენი USAID-ის ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს

Nusagi

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შტაბი ავრცელებს.

„როგორც USAID-ის ხელმძღვანელი, ის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს Covid-19-ის პანდემიის დასაძლევად, ყველა ადამიანის ღირებულებისათვის იბრძოლებს და ხელს შეუწყობს ამერიკული იდეალებისა და ინტერესების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აშშ-ის მთავრობის ორგანიზაციაა, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებას ეხება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,748 ნახვა
%d bloggers like this: