უცხოური მედია

FBI: კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა, ხოლო ბრალი კი 70 ადამიანს წაუყენეს

Nusagi

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა, ხოლო ბრალი კი 70 ადამიანს წაუყენეს.

„ექვსი დღის განმავლობაში, 160-ზე მეტი საქმეა აღძრული და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, – აღნიშნა კოლუმბიის ოლქში გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა, სტივენ დანტუონომ.

სტივენ დანტუონომ არეულობაში მონაწილე პირებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის ოლქი დატოვეთ, გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონული განყოფილებების აგენტები კარზე მოგადგებიან, თუ დავადგენთ, რომ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდით“, – განაცხადა სტივენ დანტუონომ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,193 ნახვა
%d bloggers like this: