საზოგადოება

ენძელა მაჭავარიანი: ვახტანგ ფხაკაძე-ადამიანად არ ყოფნის სევდა!

Nusagi

უკვე 40 დღე გასულა! შენი საყვარელი კალანდა, ძველით ახალი წელი დადგა და შენც ამ გასაოცარ დღესასწაულზე ამაღლდები ზეცად!,- ასე ეხმაურება მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი „ლუტეცია“ ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების მე-40 დღეს.

ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს და ვახტანგ ფხაკაძის ფოტოებს აქვეყნებს.

„ვახტანგ ფხაკაძე-ადამიანად არ ყოფნის სევდა!

სწრაფად გადის უშენო და უფერული დღეები… თითქოს გუშინ დაგვტოვე, და უკვე 40 დღე გასულა! შენი საყვარელი კალანდა, ძველით ახალი წელი დადგა და შენც ამ გასაოცარ დღესასწაულზე ამაღლდები ზეცად! 🌸სასწაულად, ლამაზად წახვედი და სევდა ტკივილიც ასეთი დაგვიტოვე. ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ყველასთვის ვინც კი გიცნობდა, ზეიმი და დღესასწაული იყავი, ყველასთვის საყვარელი და საიმედო ადამიანი! ამიტომ გაგყვა ამდენი გულწრფელი ცრემლი და უთვალავი ულამაზესი ყვავილი… ამდენი ლოცვა და სამადლობელი.. 🙏🔥

40 დღეა, ჩვენთან აღარ ხარ და თითქოს სამყარო დაცარიელდა.. ძნელია, შენი საკადრისი სიტყვის მოძებნა… კიდევ უფრო ძნელია, რამე სანუგეშო უთხრა შენს დამწუხრებულ დედას, დას, ძმას, მეუღლეს, შენს საყვარელ შვილებს, რომელთაგან ერთი ისეთი პატარაა, რომ მისთვის ამ ტრაგედიის ახსნაც კი შეუძლებელია!!!

ადრე წახვედი.. თუმცა შენ მოახერხე, ყველა შენი ახლობლის გულში დაგეტოვებინა ერთი ლამაზი ამბავი მაინც და ამ უფერულ სამყაროში ყველასთვის საკუთარი ზეიმი მოგეწყო. შენი სამყარო შეგექმნა დედამიწაზე… შენი ლამაზი სურნელოვანი სამყარო და მისთვის ,,ლუტეცია“ დაგერქმია…რამდენი დღესასწაული გვაჩუქე, რამდენი უფერული დღე გაგვიფერადე… მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა იმისთვის, რომ უკეთესი გახადე ჩვენი სამყარო!

დღეს 14 იანვარია,შენი ზეცად ამაღლების დღე და შენი საყვარელი ძველით ახალი წლის დღესასწაული… გვჯერა, უფალი დაგიმკვიდრებს სასუფეველს.. ვფიქრბთ შენზე, ვუყურებთ შენს შვილებს, შენს ლამაზ სამყაროს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სიკვდილი სევდაა, ადამიანად არ ყოფნის ლამაზი სევდა“-წერს ენძელა მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ვახტანგ ფხაკაძე 40 დღის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,787 ნახვა
%d bloggers like this: