საზოგადოება

თბილისში შრომის ინსპექციამ დააჯარიმა პირი, რომელიც ღამის კლუბში ღონისძიებებს მართავდა

Nusagi

თბილისში მიმდინარე წლის 13 იანვარს შრომის ინსპექციამ გამოავლინა პირი, რომელიც ორგანიზებას უწევდა სოციალურ ღონისძიებებს და ე.წ  ღამის კლუბის საქმიანობას ეწეოდა. ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 13 იანვარს, შრომის ინსპექციის მიერ გეგმური მონიტორინგისას გამოვლინდა ფიზიკური პირი, რომელიც ქ.თბილისში ორგანიზებას უწევდა სოციალურ ღონისძიებას და ახორციელებდა ე.წ ღამის კლუბის საქმიანობას.

მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიება ითვლება მაღალი რისკის შემცველ აქტივობათ, რომელიც მასობრივად უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 322 დადგენილების შესაბამისად ღონისძიების ორგანიზატორი 2000 ლარით დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით “ – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,232 ნახვა
%d bloggers like this: