რელიგია

სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები რელიგიური რიტუალის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ითხოვენ

Nusagi

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემი გარანტიებს ითხოვენ იმისთვის, რომ პარასკევს რელიგიური რიტუალი უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა მამა ბასილ გოგიტიშვილმა აღნიშნა, მხარეები იმის შესახებ შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

„შეთანხმდნენ ისინი, რომ ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს ლოცვაში და გააგრძელებენ ისეთივე თანაცხოვრებას როგორც მანამდე არსებობდა. ჩვენი ეპარქიის წარმომადგენლების და მეუფის პოზიცია ის არის, რომ აუცილებლად დასრულდეს უთანხმოება და გააგრძელონ ისეთივე თანაცხოვრება როგორც აქამდე არსებობდა.

მიეცეთ მათ საშუალება მუსლიმმა თემმა თავის სალოცავში ილოცოს და მართლმადიდებელმა მრევლმა თავის ტაძარში. დარწმუნებული ვარ, უკვე ეს კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდა. გაიზარებს ორივე მხარე უთანხმოების მიზეზებს და გააგრძელებენ ჩვეულებრივად თანაცხოვრებას როგორც აქამდე არსებობდა“, – აცხადებს მამა ბასილი.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის რიტუალი პარასკევს, 15 იანვარს უნდა ჩატარდეს.

ადგილზე საპოლიციო ძალები იმყოფებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: