პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ თუ ფიქრობენ, რომ განსხვავებული აზრი უნდა დაითრგუნოს, ძალიან ცუდია

Nusagi

„ევროპულ საქართველოში“ თუ ფიქრობენ, რომ განსხვავებული აზრი უნდა დაითრგუნოს, ძალიან ცუდია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვისაც მანდატები აქვთ. ამიტომ, მათ ნაცვლად სხვამ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ლოგიკურია, უნდა ესაუბრო მათ, ვისაც ეს მანდატი აქვს. სწორედ ის არის თავისი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ არავის ეკითხება, ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკებებზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის გუშინ შედგა.

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,663 ნახვა
%d bloggers like this: