პოსტები სოციალური ქსელიდან

რა გიკვირთ ხალხოო, იმ ადამიანებს სალოცავი რომ უნდოდეს, თავისი სალოცავი?-ნინო კვაჭანტირაძე

Nusagi

,,ჩოხატაური ჩემი დედულეთია, ზღაპრებში რომ წამიკითხავს, ისეთი ეზო – კარი ჰქონდათ იქ ჩემ წინაპრებს. სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ბაბუას აშენებული წაბლის ოდა ფიცარ-ფიცარ გაყიდეს იქაურობას მოპატრონებულმა ახლობლებმა -ეზო, კარი, ნალია, ჭა, ვენახი, ბაღი, “ქუხნა”, იქ ჩასახლებულ აჭარლებს მიჰყიდეს და თვითონ აგერ, დედაქალაქის სიახლოვეს ეკომიგანტის სტატუსით,ერთ ძველ შენობაში მოძღინკულ, ფარდებით გადატიხრულ ოთახს შეაფარეს თავი. ცხოვრობენ ახლა მშვიდად, სახელმწიფოს კმაყოფაზე თვიდან თვემდე გროშებს შეჩერებულები, იქ დარჩენილმა აჭარლებმა კი შვილები გააჩინეს, შრომობენ დღე და ღამ, ბოსტანიც აქვთ, ხეხილიც, მალე ახალ სახლსაც წამოჭიმავენ და რა გიკვირთ ხალხოო, იმ ადამიანებს სალოცავი რომ უნდოდეს, თავისი სალოცავი…

და ვინც ახლა აქ რელიგიურ შუღლს აღვივებს და სარგებლობს, არის ჩემი ქვეყნის მტერი და მეჩეთის აშენება ამაზე მეტ ზიანს ვერ მოიტანს… ხელი შეუწვეთ ადამიანებს დამაგრდნენ საკუთარ ფუძეზე, აგერ, ერთი გაქალაქებული,დიდად გაპოპულარებული, ასევე ჩოხატაურელი კაცი საკუთარ სოფელზე რომ წერს- წერს- წერს, ამასობაში მწერალიც გამხდარა, საკუთარი სოფელი მიუტოვებია და აგერ დუშეთში დასახლებულა, რა ჩემი საქმეა, სადაც უნდა იქ იცხოვროს, მაგრამ, მე გულს რომ მიჩუყებს წერით,( თითქოს ისე მაკლია გულის აჩუყება) წადი და იქ წერე, უფრო დაგიჯერებენ შენს ემოციებს და გულისასაჩუყებლებს.

აი, ახლა აქვე ვითხოვ ამ ხელისუფლებისგან, ჩემს სოფელს წყალი გაუკეთონ, სასმელი წყალი, 21-ე საუკუნეში, წყლის ქვეყანაში და ნახავთ თუ არ დავბრუნდებით, არ გვინდა ეს მოწყალება და საჩუქრები, ელემენტარული საარსებო ადამიანური გარემო გვჭირდება და რა თქმა უნდა ჩვენ-ჩვენი სალოცავი!!! პ.ს. რამდენიმე თვის წინ აქვე, თბილისთან გარდაიცვალა დეიდაჩემი და წაასვენეს ჩოხატაურში, იმ სოფელში, სადაც აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი სასაფლაოს გარდა, მის ეზო-კარში დარჩენილმა აჭარლებმა ეს რომ შეიტყვეს, ჭიშკარი გააღეს, სკამები ჩამოდგეს და ჭირისუფალს შესთავაზეს,ეზოში მიცვალებული ცოტა ხნით მაინც დაესვენებინათ…

ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას მრწამსის, ეროვნების და წარმომავლობის გარეშე, თუკი ამისი ნება არსებობს!!!”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,155 ნახვა
%d bloggers like this: