რელიგია

სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი შესარიგებელი შეხვედრისთვის ემზადება

Nusagi

სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი შესარიგებელი შეხვედრისთვის ემზადება. ახლა მართლმადიდებლურ ტაძარსა და მეჩეთში ლოცვის რიტუალი ერთდროულად ტარდება, რის შემდეგაც მხარეები ადგილობრივი ხელისუფლების და სასულიერო პირების მონაწილეობით შერიგებაზე ისაუბრებენ და თანაცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ.

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკები ამ დროისთვის შემცირებულია, თუმცა დღეს სოფლის ცენტრში ხმაური მაინც იყო. ამ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილეები არა სხვადასხვა თემის წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკოსები იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე, სოფლის ცენტრში, მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს დაუპირისპირდა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. იყო შეხლა-შემოხლა. დაპირისპირებაში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ. ქათამაძე პროვოკაციაში დაადანაშაულეს, ის ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 2 დღის წინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,452 ნახვა
%d bloggers like this: