პოლიტიკა

„დროა ოპოზიცია დაეთანხმოს „ქართულ ოცნებას“, რომ ბიძინა წავიდა და ოპონირება კობახიძესთან დაიწყოს“ – გია ხუხაშვილი

Nusagi

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დასახელებითა და პოლიტსაბჭოში 21 პირის შეყვანით სამომავლოდ კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნა. 

„მაქსიმალურად დაქსაქსა, გადაანაწილა და ბევრი ბალანსი გააჩინა. რა თქმა უნდა, ახლა პოლიტსაბჭო არაფუნქციონალურია, რადგან 21 კაცი რომ ჯდება მაგიდასთან იქ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება. მაქსიმუმ 12 კაცი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად და როცა 21 კაცი იქნება პოლიტსაბჭოში იქ გადაწყვეტილების მიღება როგორ მოხდება, გაუგებარია“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას მართებს საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიული პოზიტიური გზები უნდა აჩვენოს, რასაც არ აკეთებს და მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უსვამს ხაზს.

„დადგა დრო, რომ „ქართულ ოცნებას დაეთანხმონ, რომ ბიძინა ნამდვილად წავიდა და კობახიძესთან ოპონირება დაიწყონ. ბიძინას ხსენება „ქართულ ოცნებას“ კი არ ასუსტებს, აძლიერებს, რადგან ბიძინა ჯერ კიდევ მიზიდულობის ცენტრია. ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გარკვეულწილად უკვე მიღებული აქვს, რის ფონზეც რადიკალური პოზიცია არასწორია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,733 ნახვა
%d bloggers like this: