პოლიტიკა

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობს,„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, ნიკა ნარსია დააკავეს

Nusagi

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა იმართება, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აქციას მართავენ.

ინციდენტი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს. პოლიციელებთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ნიკა ნარსია დააკავეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა არც ბანერების გაშლის უფლება მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს. ბანერზე გაკეთებულია წარწერა: „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“. აქციის მონაწილეები ბანერზე დასხდნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,128 ნახვა
%d bloggers like this: