მედიცინა

მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი. რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება.

„აშშ-ის ხელისუფლება დღეს ავრცელებს ახალ ინფორმაციას 2019 წელს ჩინეთის სახელმწიფო ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ. აშშ-ს აქვს საფუძველი სჯეროდეს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე მკვლევარი კორონავირუსით ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაინფიცირდა. გარდა ამისა, 2016 წლიდან ინსტიტუტში სწავლობდნენ ღამურების კორონავირუსულ ინფექციას RaTG13-ს, რომელიც 96%-ზე მეტით COVID-19-ის იდენტურია“, – აცხადებს პომპეო.

მისივე თქმით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მიუხედავად თავისი სამოქალაქო ფუნქციისა, სამხედრო კვლევებს ატარებს და სხვადასხვა საიდუმლო პროექტზე ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობს.

„კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ქვეყანა ეპიდაფეთქებიდან რამდენიმე დღეში უხანში ჯანდაცვის ექსპერტებს მოიწვევდა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,163 ნახვა
%d bloggers like this: