პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა, შემადგენლობა მშვიდ ვითარებაში შევარჩიეთ

Nusagi


„ყრილობას ერთი კვირით ადრე წარედგინა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთა შემადგენლობა. ეს გადაწყვეტილება შესაბამისად ერთი კვირაა მიღებულია. 15-დან 21 წევრამდე იზრდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მასში შედის თავმჯდომარე და 20 წევრი. შესაბამისად ჩვენ ამ ადამიანებს ავირჩევთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმებს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბევრი წევრი ამ პოზიციას შეინარჩუნებს. „იყვნენ ადამიანები, ვინც თავად განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი. მაგალითად დავით საგანელიძემ. ასეთი პოზიცია დააფიქსირა რამდენიმე ადამიანმა.ამიტომ ძალიან მშვიდად, წყნარად, მოგონილი დაპირისპირების გარეშე გადაწყვეტილება მივიღეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალაძესა და კობახიძეს შორის იყო დაპირისპირება. მსგავსი არაფერი მომხდარა, მოგონილი ამბების მძევალი ხდება საზოგადოება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოში გენერალური მდივნის თანამდებობა არ უქმდება. „ოპონენტებს, როცა ყვითლად გასაყიდი არაფერი რჩებათ თავადვე იგონებენ ამბებს, რასაც ტირაჟირებას უწევენ მათი მედიასაშუალებები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პოლიტსაბჭოში იქნებიან ახალი წევრები პარლამენტიდან და მთავრობიდან. მდინარაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია საზოგადოებითვის „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

დრეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,696 ნახვა
%d bloggers like this: