ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ზაზა წერეთლის თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ 60% აიცრება, უნდა დაზუსტდეს, ეს 60% როდის აიცრება.
„ვფიქრობ, რომ ამ 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება, ალბათ ეს მოცვა იქნება სრულად მომავალი წლისათვის. იმისათვის, რომ პანდემიის სიტუაცია გამოსწორდეს, დაახლოებით 80-85%იანი იმუნური ფენა უნდა შეიქმნას
შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ აცრა არ არის საჭირო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, რომ მაღალ ციფრებზე ვიფიქროთ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა წერეთელმა.
Facebook Comments