პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე: ივანიშვილმა შესაძლოა სახის ოპერაცია გაიკეთოს, რათა ვერავინ იცნოს

Nusagi

„მთავარი არხის“ სტუდიაში ნატო ჩხეიძეს წამყვანმა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული წერილის შეფასება სთხოვა, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

ნატო ჩხეიძემ პარალელი გაავლო დონალდ ტრამპთან და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ლიდერებზე მოთხოვნა აღარაა.

ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და ადარებს, რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს, ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. იმიტომ რომ ტრამპი პოლიტიკურ წრეებში არის უკვე ნეგატიური ფიგურა და იმდენად ნეგატიური, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გასაგებია, რომ აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ მას რომ აღარ ჰქონდეს მცდელობა და საშუალება იმისა, კიდევ დაბრუნდეს პოლიტიკაში.

ეს არის იმის მინიშნება, რომ ამ სახის ლიდერები აღარ უნდა იყვნენ მმართველობაში. ტყუილად არ იყო ეს შედარება.

ამიტომ ივანიშვილის მცდელობები, როგორიც არ უნდა იყოს… სურვილები აქვს, რაღა თქმა უნდა, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო. რომ არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმც მისი არსებობა უნდა იცოდეს რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება“, – ამბობს ნატო ჩხეიძე „მთავარი არხის“ ეთერში სტუმრობისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,733 ნახვა
%d bloggers like this: