საზოგადოება

ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს

Nusagi

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილზე საუბრით ის ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მოყოლა რომ დაიწყოს „შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს“.

„განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ ქვეყანაშიც. არ მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,163 ნახვა
%d bloggers like this: