პროფესორი ზვიად კირტავა გურიაში, რელიგიურ საკითხზე დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ქვეყანაში ეთნიკურ ჯგუფებს და რელიგიურ კონფესიებს შორის დაძაბულობის და დაპირისპირების პრევენციაც და უსწრაფესად აღმოფხვრა რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ეს ისეთი აქსიომაა, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება! ჩვენნაირი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის – მით უფრო…
მაგრამ ამ აქსიომიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში ეთნიკურ ჯგუფებს და რელიგიურ კონფესიებს შორის დაძაბულობის და დაპირისპირების გაღვივება და ნავთზე ცეცხლის დასხმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლეგიტიმური და უპირობო ამოცანა უნდა იყოს…
P.S. ამისთვის ქვეყნის სტრატეგიული მტრები არსებობენ…“,-წერს ზვიად კირტავა.
Facebook Comments