პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
ირაკლი კობახიძემ თავისი გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო. მისი თქმით, ივანიშვილის წასვლა პოლიტიკური გუნდისთვის სერიოზული გამოწვევაა, და ამ გამოწვევის პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო დიდი თავდადება და შემართება ხალხის საკეთილდღეოდ.
ირაკლი კობახიძემ ახლად არჩეულ პოლიტსაბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა.
Facebook Comments