პოსტები სოციალური ქსელიდან

სამშობლო დაკარგული ხალხის დამოძღვრა ადვილია არა? ფრთხილად!!”-ირმა ადამია

Nusagi

,,თქვენ ვერ გაიგებთ…არ იცით ემიგრაციის სიმწარე,არ დაგიხარჯიათ ყოველ თვე ხელფასის ნახევარი მონატრებული და საყვარელი ადამიანების ხმა რომ გაგეგონათ, არ გირბენიათ უსაბუთოდ, უფულოდ, ყინვაში და ქარში სამსახურის საძებნელად, არ ყოფილხართ უშუქოდ, უგაზოდ, უწყლოდ……

არ გქონიათ ტელეფონის ზარის აუტანელი შიში,რომ შვილის ან მშობლის ცუდ ამბავს გაიგებდით,ჩვენი გამოგზავნილი მილიონები ტრიალებს საქართველოში,გატეხილი ჯანმრთელობით და უფრო გატეხილი ნერვებით შეკოწიწებული მილიონები,დაგვცინით,ვინ მოგცათ ამდენი უფლება,ემიგრანტებზე აღარ გაბედოთ საუბარი,თბილი სავარძლიდან სამშობლოდაკარგული ხალხის დამოძღვრა ადვილია არა? ფრთხილად!!!

ემიგრაციის მძიმე ჰაერი ჩაისუნთქეთ და მერე თუ ვინმეს როდესმე გაუჩნდება სურვილი, აუგად მოგვიხსენიოს, ვიტყვი რომ არ ყოფილა სამართალი ამ დუნიაზე!!! მიყვარხართ ემიგრანტებო, დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენა!”=წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ემიგრანტი-ირმა ადამია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,836 ნახვა
%d bloggers like this: