პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ

Nusagi

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაჭოს ახალი წევრები იქნებიან: კახა კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე და ნიკოლოზ სამხარაძე. ამასთანავე, პოლიტსაბჭოს დატოვებენ დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე.

ყრილობა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,625 ნახვა
%d bloggers like this: