უცხოური მედია

მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიაში ვულკანიც ამოიფრქვა

Nusagi

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით, ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, – ამის შესახებ ABC წერს.

ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანურმა ფერფლმა და კვამლმა 5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.

იქამდე, ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა, თუმცა, ოფიციალურმა უწყებებმა ადგილობრივები ვულკანის მოსალოდნელი გააქტიურების შესახებ გააფრთხილეს. ამასთან, აცხადებენ, რომ შესაძლოა, მთის ფერდობზე არსებულმა მდინარემ დასახლებულ პუნქტებამდე ლავის ნაკადი ჩამოიტანოს.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიისთვის, ბოლო რამდენიმე დღეში, ეს უკვე მეორე სტიქიაა. ორი დღის წინ აქ 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა, რომლის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა. იქამდე კი, ადგილობრივი ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,435 ნახვა
%d bloggers like this: