საგარეო პოლიტიკა

გერმანიის მთავრობა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

Nusagi

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„გამოჯანმრთელების შემდეგ ალექსეი ნავალნი საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში, რომელსაც თავის პირად და პოლიტიკურ სამშობლოდ მიიჩნევს. ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნი ჩასვლისთანავე დააკავა, გაუგებარია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ რუსეთის კონსტიტუცია და საერთაშორისო ვალდებულებები რუსეთის ხელისუფლებას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ავალდებულებს.

„ეს პრინციპები ალექსეი ნავალნიზეც უნდა გავრცელდეს. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. კვლავ მოველით, რომ რუსეთი სრულად გამოიძიებს მისი მკვლელობის მცდელობას და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,696 ნახვა
%d bloggers like this: