პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით

Nusagi

მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დემარში ხდება, მაგრამ ჩვენ განწყობილი არ ვართ, მათ საპარლამენტო მანდატების გავუუქმოთ. ყველას აქვს საშუალება, თავის ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვის მხურვალე მხარდამჭერებიც არიან და მმართველ გუნდს ეუბნებიან, გინდათ თუ არა, ოპოზიციას მანდატები ჩამოართვით, დაუწვით და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან წადით, სადაც ეს თემა წამოწეული იქნება, როგორც მთავარი თემა – რა ველაპარაკოთ ამათ, როცა მანდატები გაგვიუქმესო.

მანდატების თემაზე სპეკულაცია რომ არ იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან რადიკალური განცხადებების გარეშე უნდა მიხვიდე. თუ თავად უნდათ, გამოვიდნენ და თქვან, რომ არავითარ შემთხვევაში პოზიციას არ შეიცვლიან და ამით კიდევ ერთხელ დაამძიმონ თავისი პოზიცია მანამდე, სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივლენ.

მოლაპარაკება იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედოთ და არა ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პირების ან სუბიექტების ინტერესებზე ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება. მანდატები გაუქმდება თუ არა, ეს იმას არ განაპირობებს, რომ ოპოზიციონერები თავის პოზიციას შეიცვლიან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,751 ნახვა
%d bloggers like this: