პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით!”-თინათინ ბერძენიშვილი

Nusagi

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხება, სადაც მან, მთავარი არხის ეთერში დედას, ქალბატონ ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიუძღვნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, კომენტარით ეხმაურება:

,,ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით! ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება, მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო!

პირველმა არხმა, გარდაცვალების დღიდან, მთელი კვირა, მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო, ყოფილი და ახლანდელიც, ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე, მასთან გამოსამშვიდობებლად.

პატივის მიგება, ის ვარსკვლავია, რომელიც მას, სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინათინ ბერძენიშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: