ჯანდაცვა

მაია ბუწაშვილი: ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია და კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა მას საფრთხე არ უნდა შეუქმნას

Nusagi

ვაქცინაცია კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია, ძლივს იმ სტატუსამდე ვართ, რომ მოცვა ასე თუ ისე კარგი გვაქვს – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ვაქცინები შემოვა, ყველაფერი გამართული უნდა გვქონდეს, რადგან უხერხულობის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, რომ ტექნიკურად ვერ დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რაც აუცილებელი, ვაქცინის ხარისხისთვის გადამწყვეტი და სასიცოცხლოა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა განცხადება ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს, რადგან საშიშია, ზოგადად ვაქცინაციას არ შეელახოს რეპუტაცია.

„მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო – ვაქცინაცია კაცობრიობის მონაპოვარია და ამიტომ, სხვა არცერთ ვაქცინას არ უნდა შეექმნას საფრთხე, მოცვის მხრივ, კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებულმა კითხვებმა, რადგან საქართველოში იმ სტატუსამდე ვართ, რომ მოცვა ასე თუ ისე კარგი გვაქვს.

კოვიდვაქცინა რისკის ჯგუფებისთვის არის გადამწყვეტი და სასიცოცხლო. მე ვაქცინაციის კომისიაში ვარ და ერთადერთი განსხვავებული აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე კოვიდგანდატანილები პრიორიტეტულ ჯგუფში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოცხრილონ.

არსებობს ბაზა, სადაც პირადი მონაცემებია შეტანილი, ვისაც კორნავირუსი დაუდასტურდა და ამის გამოცხრილვა ძალიან ადვილია. პრიორიტეტულ ჯგუფში ჯანდაცვის მუშაკები ისე უნდა გადანაწილდნენ, ვის გადატანილი აქვს და ვის არა, რადგან ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, ვიცით, რომ იმუნიტეტი კარგახანს უნარჩუნდებათ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,982 ნახვა
%d bloggers like this: