პოსტები სოციალური ქსელიდან

მერი მუსელიანი გიორგი გაბუნიაზე: მესმის დედაა, მაგრამ საზოგადოებისთვის ამდენი ტყუილის თავზე მოხვევაც არ შეიძლება

Nusagi

ჟურნალისტი მერი მუსელიანი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ჟულიეტა ვაშაყმაძის შვილის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელიც ამ უკანასკნელმა დედას მიუძღვნა. გიორგი გაბუნია უკმაყოფილებას გამოთქვამდა პირველი არხის მიმართ, რომელმაც მისი თქმით, ჯულიეტა ვაშაყმაძე სათანადოდ ვერ დააფასა, რადგან დასაფლავებაზე ყვავილების გვირგვინი არ გაუგზავნა.

მერი მუსელიანის თქმით, საზოგადოებისთვის იმდენი ტყუილის თავზე მოხვევა არ შეიძლება, რაც აღნიშნულ მონოლოგში ითქვა.

„გამეცინა გაბუნიას ტექსტზე, ჯულიეტა აზროვნებდა თურმე ისე, როგორც საბჭოეთში არ აზროვნებდნენ. დისიდენტი იყო? მთელი მსოფლიო მოატარეს დისიდენტს? მესმის რომ დედაა მისი, უყვარს, მაგრამ საზოგადოებისთვის ამდენი და ამხელა ტყუილების თავზე მოხვევაც ხომ არ შეიძლება?

დავიწყოთ იქიდან, რომ არანაირი ჟურნალისტთა თაობები ჯულიეტას ან მის ქმარს შალვა გაბუნიას არ გაუზრდიათ. ჟურნალისტი არცერთი იყო და მიტომ. ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო დიქტორი. დიქტორი და ჟურნალისტი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფუნქციონალურად. ჟურნალისტი წერს, აზროვნებს, დიქტორი სხვის ნააზრევს კითხულობს. მისი ქმარი კი მხოლოდ და მხოლოდ „მოამბის“ რიგითი რეჟისორი იყო. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ჟურნალისტებს ისინი ვერ გამოზრდიდნენ, მითუმეტეს თაობებს.

ერთ გვარს ვერ დაასახელებენ, ერთსაც კი. (ნუ თავის თავს თუ გულისხმობს მხოლოდ, მაშინ ჰო!) როცა პირველ არხზე “რეფორმები” დაიწყო და ტელევიზიიდან პირველი წყება ხალხი გაუშვეს, თანამშრომლების უკმაყოფილება მშვენივრად ჩაცხრა სწორედ ჯულიეტას გადაბირებით. ხელისუფლებაში ამ ქალს ავტორიტეტი ჰქონდა და ჯულიეტა გააჩუმეს იმით, რომ მისცეს მისი საავტორო გადაცემა „წერილები“ და იმ დროისთვის კოლოსალური თანხა 5000 ლარი დაუნიშნეს. საუკუნის დასაწყისზეა ლაპარაკი.

ამ ფონზე თავად ჯულიეტა თავის თანამშრომლებს უხდიდა სასაცილო თანხებს. გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მაგალითად 30 ლარს უხდიდა თვეში.

გიორგი გაბუნია, შენ რომ არაფერი გაკლდა ბავშვობაში, სამაგიეროდ გოდერძი ჩოხელის შვილებს აკლდა დედაშენისნაირების არსებობის გამო. რადგანაც ჟურნალისტი არ იყო და წერაც არ იცოდა, მისი საავტორო გადაცემისთვის ტექსტებს სხვებს პარავდა. ზუსტად ამის გამო მომიხდა მასთან შეხლა- შემოხლა. ჩემი სიუჟეტი აიღო, სინქრონი გაუშვა, ჩემი ტჟკ ტექსტი კი თავად ჩაიკითხა, თავისად გაასაღა.

მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ქურდობა. მისი ქმარი შუაში გვედგა და გვაშველებდა. თვითონ ხომ არაერთგზის გაყიდა ნამუსი, პრინციპები. მისივე დაგდებულ ქვაზე წამოკრა ფეხი და თავადაც მოისროლეს ტელევიზიიდან. მიხვდა რომ გამოიყენეს, მაგრამ სასამართლოებში უკვე მარტოს მოუწია ომი და არა თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც უღალატა და საავტორო გადაცემაზე გაცვალა.ნამდვილად არ იყო რიგითი ქალი. მას შეეძლო სიმართლის მხარეზე დამდგარიყო, მაგრამ უნამუსობა არჩია. ესაა ჩემი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ქალბატონო ჯულიეტა!“,-წერს მერი მუსელიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,372 ნახვა
%d bloggers like this: