პოსტები სოციალური ქსელიდან

ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად და ელექტორალურად განადგურებულია, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა-ვატო შაქარიშვილი

Nusagi

,,მთელი კვირაა თქვენთან ერთად თვალ-ყურს ვადევნებ გამოხმაურებებსა და რეაქციებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. ერთი რამ ნათელია, ე.წ. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად და ელექტორალურად განადგურებულია, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე მდგომარეობაში არიან მათი მედიებიც, რისი მკაფიო ილუსტრაცია იყო გვარამიას გუშინდელი ეთერი.

ამ ფონზე განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ვისმენ ადეკვატურ შეფასებებს იმ ადამიანებისგან, ვინც გასულ წლებში კრიტიკას არ აკლებდა ქართულ ოცნებას. მეც მადლობით დავიწყებ…დიდი მასშტაბის ფიგურის საქმიანობა, ცხადია დიდ მასშტაბში და ფართო პრიზმიდან უნდა შეფასდეს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის ორი ნაბიჯი ნამდვილად მნიშვნელოვან და პოზიტიურ კვალს დატოვებს, ეს არის მისი პოლიტიკაში შემოსვლა და პოლიტიკიდან წასვლა. (აღარ გავამახვილებ ყურადღებას ქველმოქმედებაზე, რაც საზოგადოდ ცნობილია და ნაყოფი სახეზეა)დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი გავაგდეთ, ბიძინა ივანიშვლის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა.

ამ მაგალითმა უნდა დანერგოს ახალი პოლიტიკური სტანდარტი, დაასრულოს მესიანიზმის და ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების ერა. ახლო პერსპექტივაში კი გახსნას გზა ახალი ადამიანებისთვის, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, იმ შეცდომებს გამოსასწორებლად, რაც ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქართულმა ოცნებამ დაუშვა. მძიმე შეცდომები კი იყო! სწორედ ამიტომ დავტოვე 2 წლის წინ ქართული ოცნება. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის ადამიანების ბედის მინდობა დანაშაულის ტოლფასია.

დაუშვებლად მიმაჩნია მაღალი დონის კორუფციის წახალისება. შეცდომა იყო არასოწრ ადამიანებზე ფსონის დადება, არაერთხელ ვიწვნიეთ, მლიქვნელების დაწინაურების შედეგები. შეცდომა იყო წინა რეჟიმის დამნაშავეებთან გარიგებებში შესვლა. უგუნურება იყო საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა. დასანანია, რომ ძირეულად არ შეცვლილა ეკონომიკური ხედვა და გაგრძელდა ნაცმოძრაობის ეკონომიკური მოდელით ფუნქციონირება.

რათქმაუნდა, შეუძლებელია ივანიშვილის წასვლით ეს ყველაფერი გადაიფაროს და ერთი ხელის მოსმით გამოსწორდეს მაგრამ მჯერა, რომ ეს ნაბიჯი ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისია და ახალ მოცემულობაში შეიქმნება ასპარეზი კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვაში პოზიტიური წვლილის შეტანა.”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,126 ნახვა
%d bloggers like this: