რელიგია

პანდემიის გამო, ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ტრადიციული ზღვაში განბანვის რიტუალი არ შესრულდება

Nusagi

პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი.

„18 იანვარს, 16 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,408 ნახვა
%d bloggers like this: