საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Nusagi

სინოპტიკოსები 18 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლის სახით მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში იწვიმებს. დღისით სინოპტიკოსები იქ +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმიანი ამინდია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა არის მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 იქნება. ასევე იწვიმებს სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მირე თოვა და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +3 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +1 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -9 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +1 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლი და -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

რუსთავში მცირე ნალექია შესაძლებელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,776 ნახვა
%d bloggers like this: