პოლიტიკა

შენ ის კაცი ხარ, გლდანის ციხეში ღამე კრედიტებს რომ უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულ ადამიანებს- დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

Nusagi

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს „რუსთავი2“-ის ეთერში დაუპირისპირდნენ.

ცხარე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

„სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს“,-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

ელისაშვილმა კი, მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.

„ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ… სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო… არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვები თქო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა“ – უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხაზარაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას „დაკრულზე“ დადის. „ლელოს“ ლიდერმა კი უპასუხა, რომ ელისაშვილი „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის დაკვეთას ასრულებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს „დააყარეს“.

„არ დაგინახო, რომ ოპოზიციურ შეხვედრებზე მოხვიდე. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, სიტყვას და სიმართლეს უნდა ჰქონდეს ფასი“, – განაცხადა ხაზარაძემ, რასაც ელისაშვილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მან „ლელოს“ ლიდერი ხალხის ძარცვაში დაადანაშაულა.

„ახლა გაგახსენდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, მანამდე არ გქონდა წითელი ხაზი? შენ ის კაცი არ ხარ, გლდანის ციხეში ხალხს რომ ხოცავდნენ, ძვლებში ამტვრევდნენ და შენ ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულებს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი რომ გირეკავდნენ. ეს კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მე მელაპარაკები“,-განუცხადა ელისაშვილმა „ლელოს“ ლიდერს.

მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი2“-ის სტუდია დატოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,733 ნახვა
%d bloggers like this: