საზოგადოება

თბილისი ენერჯი – ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო

Nusagi

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა.

შემთხვევა თემქის მეთერთმეტე მიკრორაიონში მოხდა.

„ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ – აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოხსნეს, ცენტრალური ონკანი კი არ გადაუკეტავთ. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცენტრაციის შემდეგ, სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს; რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო“, – აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ასევე ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,247 ნახვა
%d bloggers like this: