ბაიდენმა ჯანდაცვის მინისტრის ტრანსგენდერი ქალი შეარჩია
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლად ჯანდაცვის სამინისტროში ტრანსგენდერ ქალს, რეიჩელ ლევინც ნიშნავს.
ექიმი პედიატრი ლევინი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელსაც სენატი მაღალ თანამდებობაზე დანიშნავს.
„ექიმი რეიჩელ ლევინი ყველაფერს გააკეთებს, რათა მთელი ძალისხმევა მიმართოს ამ პანდემიის დასაძლევად, განურჩევლად მათი რელიგიისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა და ინვალიდობისა“,განაცხადა ბაიდენმა
რეიჩელ ლევინმა სქესი 2011 წელს შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, აშშ-ს ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი სარა მაკბრაიდი სენატორად აირჩიეს.
Facebook Comments