უცხოური მედია

აშშ-ს სენატზე სრული კონტროლი დემოკრატებმა ოფიციალურად მოიპოვეს

Nusagi

აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად მოიპოვა აშშ-ს სენატზე სრული კონტროლი. დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი კონგრესის ზედა პალატაში ჩაკ შუმერი გახდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დემოკრატებმა ფორმალური უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვეს, რაც სამმა ახალმა სენატორმა-დემოკრატმა ფიცი დადო. ესენი არიან: ჯო ოსოფი, რაფაელ უორნოკი და კელი ლოფლერი. მათ ასევე შეუერთდა ახალი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის შემცვლელი კალიფორნიის სენატორის პოსტზე, ალექს პადილია.

ამგვარად, დემოკრატები ახლა სენატში 50 ადგილს აკონტროლებენ, ამდენივე აქვთ რესპუბლიკელებს, თუმცა დემოკრატებს უპირატესობა აქვთ კამალა ჰარისის სახით. ის სენატს ხელმძღვანელობს და თუ რაიმე საკითხზე ხმები თანაბრად გაიყოფა, ხმის მიცემა შეუძლია. 

კონგრესის ქვედა პალატაში- წარმომადგენლობით პალატაში ხმათა უმრავლესობა ასევე დემოკრატებს აქვთ.

2010 წლის შემდეგ, აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ პირველად მოიპოვა სრული კონტროლი კონგრესზე. ბალანსის შეცვლა შეუძლია შუალედური არჩევნების შედეგებს, რომელიც 2022 წელს გაიმართება. 

20 იანვარს ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დადგა დღესასწაულისა და სიახლეების დრო. მან ამერიკის გაერთიანების პირობა დადო.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,156 ნახვა
%d bloggers like this: