უცხოური მედია

აშშ-ში მანქანის გამტაცებელმა სალონში ბავშვი იპოვა და დაბრუნდა, რომ დედა გამოელანძღა

Nusagi

ორეგონის შტატის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც 16 იანვარს, დილით მანქანა ისე გაიტაცა, რომ არ იცოდა სალონში რომ ბავშვს ეძინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამტაცებელი უკან დაბრუნდა და ბავშვის დედას აგინა, რომელმაც შვილი უყურადღებოდ მიატოვა. მამაკაცი ქალს პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა, შემდეგ ბავშვის გადაყვანა უბრძანა, თავად კი, იმავე ავტომობილით მიიმალა.

როგორც ბივერტონის პოლიციის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, გამტაცებელმა სალონში 4 წლის ბავშვი მალევე აღმოაჩინა და დედას დაუბრუნა. „ჩვენ მადლობელი ვართ მისი ამ წესიერების გამო“,-განაცხადა მან.

პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი არ დაშავებულა.

დანაშაული ბოვერტონის ხორცის ბაზართან მოხდა, სადაც ბავშვის დედამ, კრისტალ ლირიმ ძრავი ჩართული დატოვა, ავტომობილის კარი კი, ღია. თვითონ ხორცის საყიდლად გადავიდა. მისი თქმით, ავტომობილს სულ 5 მეტრით მოშორდა, თუმცა ეს იქნება მაგალითი, რომ ბავშვი ასეთ დროსაც საფრთხეშია.

„დედებს ყოველთვის გვეჩქარება, დაკავებული ვართ, ვფიქრობთ, უცბად გავიქცევით და მალე დავბრუნდებით და ვერ ვხვდებით, რა შეიძლება მოხდეს. მადლობელი ვარ ამ ადამიანის, მიუხედავად იმისა, რომ მაგინა. ასე არასდროს მოვიქცევი“,-განაცხადა მან. 

ავტომანქანა Honda Pilot სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ პორტლენდში იპოვეს. თვითმხილველების აღწერით, ეჭვმიტანილი თეთრკანიანი მამაკაცია წაბლისფერი, გრძელი თმით. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,452,512 ნახვა
%d bloggers like this: