უცხოური მედია

ალბანეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატი COVID-19-თან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო, ქვეყნიდან გააძევა

Nusagi

ალბანეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ეპიდემიასთან დაკავშირებული აკრძალვის უგულებელყოფის გამო. ამის შესახებ ალბანური სააგენტო Lapsi ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსმა დიპლომატმა ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

„ალბანეთის ხელისუფლებას სურს რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების გამყარება და სამწუხაროა, რომ ორივე ქვეყნის კეთილ ნებას რუსი დიპლომატის საქციელის გამო ჩრდილი მიადგა. მან არაერთხელ დაარღვია მოსახლეობის დასაცავად შემოღებული წესები“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ალბანეთში რუსეთის საელჩო თანამშრომლის მიმართ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს, დიპლომატის ვინაობის პრეს-რელიზში დასახელებას კი, დიპლომატიური პრაქტიკის დარღვეას. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,458,029 ნახვა
%d bloggers like this: