პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში იმართება.

„თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით – მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,923 ნახვა
%d bloggers like this: